მშობელთა შეხვედრის კრების ოქმები

 11/3 კლ. 2022-2023წწ.

1 სემესტრი 


  მშობელთა კრების ოქმი N 1


 ჩატარების თარიღი:  16.09.2022
სსიპ ქალაქ თბილისის 116-ე საჯარო სკოლა                                               

მიზანი:

 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი სადამრიგებლო მუშაობის გაცნობა.


განსახილველი  საკითხები:

1) სასკოლო სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების მშობლებისათვის გაცნობა , გადაცემა და ხელმოწერებით დადასტურება.

2) სასკოლო შინაგანაწესის გაცნობა.

3) მშობელთა საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება-განახლება.


კრებას ესწრებოდა 20 მშობელი


9 მშობელი საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა
კრება გახსნა კლასის დამრიგებელმა ი.ომსარაშვილმა. მან მშობლებს გააცნო  კრების დღის
 წესრიგი და მიმართა მათ ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა დღის წესრიგის დამტკიცებას

მომხრე--------20
წინააღმდეგი-----0
თავი შეიკავა-----0

დაადგინეს დღის წესრიგი შემდეგი სახით:

1) მშობელთა კომიტეტის არჩევა

2) მათზე დაკისრებული ვალდებულებების გაცნობა

3) ახალი სადამრიგებლო პროგრამის გაცნობა

კლასის დამრიგებელმა ი.ომსარაშვილმა მშობლებს გააცნო მისი მუშაობის პრინციპი,აღნიშნა სადამრიგებლო პროგრამის აქტივობების მნიშვნელობა და მოსწავლეებისა და მშობლების როლი ამ აქტივობების განხორციელებაში, რაც დიდად შეუწყობს ხელს შემდგომში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას და სწავლის მოტივაციის  გაზრდას.
      ასევე მშობლებს დაურიგდათ სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებები და მიეთითად მისი  შევსების პრინციპებზე.
       მშობლებს განემარტად მოსწავლის ქცევის კოდექსის ის მუხლები, სადაც  აღნიშნულია სკოლის მოსწავლის ჩაცმულობის საკითხი.
      მშობლების გადაწყვეტილებით დიდი ყურადღდება დაეთმობა მათი მხრიდან ამ საკითხს. ასევე სახელმძღვანელოების მოვლას და მათ აქტიურ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში

       კრებაზე სხვა განსახილველი საკითხები არ წამოჭრილა.


  მშობელთა კრების ოქმი N 2

  ჩატარების თარიღი: 21.10.2022წ.

 სსიპ ქალაქ თბილისის 116-ე საჯარო სკოლა                                               

კრებას ესწრებოდა 25 მშობელი.

დღის წესრიგი:             
1.        1..მიმდინარე ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა
2.        2.მოსწავლეთა ყოფაქცევა  

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    
კლასის ხელმძღვანელმა  მშობლებს გააცნო მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება და გაცდენები. მშობლებს დაურიგდათ წინასწარ ამოწერილი ნიშნები და გაცდენები საგნების მიხედვით.
ისაუბრა მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, იმ უნარ-ჩვევებზე რომლებსაც კარგად ფლობენ ან ვერ ფლობენ.

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

დაადგინეს: სკოლის შინაგანაწესის მიხედვით კვირაში გამოვყავით ერთი დღე, პარასკევი, როდესაც დაინტერესებულ მშბელს შეეძლება მოსვლა და საუბარი მასწავლებლებთან.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    
კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ სასწავლო წელს შეიმჩნეოდა მოსწავლეთა ყოფაქცევის მკვეთრი ცვლილება. გაუარესდა დისციპლინა, აკადემიური მოსწრება კვლავ სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა.

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები. 

დაადგინეს:  მოხდებოდა მოსწავლეებთან საუბარი, სადამრიგებლო საათში ცვლილების შეტანა და ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა და მუდმივი კონტროლი.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.


  


  მშობელთა კრების ოქმი N 3

  ჩატარების თარიღი: 23.12.2022წ.

 სსიპ ქალაქ თბილისის 116-ე საჯარო სკოლა                                               

კრებას ესწრებოდა 23 მშობელი.
6 მშობელი საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა.

დღის წესრიგი:             

1.        1..სემესტრული ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა

2.        2.მოსწავლეთა ყოფაქცევა  


დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    
   მშობლები გაეცნენ 1 სემესტრის ნიშნებს და გაცდენებს საგნების მიხედვით.
კლასის ხელმძღვანელმა ისაუბრა მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, იმ უნარ-ჩვევებზე რომლებსაც კარგად ფლობენ ან ვერ ფლობენ.

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    
კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ სასწავლო წელს შეიმჩნეოდა მოსწავლეთა ყოფაქცევის  ცვლილება,ოდნავ გაუმჯობესდა. აკადემიური მოსწრება კვლავ სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა.

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები. 

დაადგინეს:  მოხდებოდა მოსწავლეებთან საუბარი, სადამრიგებლო საათში ცვლილების შეტანა და ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა და მუდმივი კონტროლი.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.




Комментариев нет:

Отправить комментарий