წელიწადის დროები. ბავშვების ნამუშევრები. გაკვეთილის თემა კოლაჟი
ქანდაკება 25.02. 2015 წ.
გაკვეთილის გეგმა - ქანდაკება
გაკვეთილის მთავარი თემა | ქანდაკება |
სწავლების საფეხური | III კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 32 |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | ცნების რუკის გამოყენებით მოვახდენ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმტკიცებას და დინამიურად გადასვლას მომდევნო საკითხზე, მოსწავლეები გაეცნობიან ხელოვნების ერთ-ერთ დარგს, როგორიცაა სკულპტურას და შეეძლებათ განასხვაონ ერთმანეთისაგან მრგვალი და რელიეფური ქანდაკებები |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | აღნიშნული გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს განავითარონ ძერწვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, შეძლონ დასმული ამოცანის გადაჭრა ურთიერთთანამშრომლობით, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება და შეძლონ მსჯელობა წარმოდგენილი ნამუშევრის ირგვლივ ს.გ. III.2; ს.გ. III.6; ს.გ.III.7; ს.გ. III.8; ს.გ.III.11; ს.გ.III.13 |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა უკვე იციან ხელოვნების რამდენიმე დარგი და ასოციაციური რუკის შედგენით მოახდენენ დასახული ამოცანების გადაჭრას |
გაკვეთილის მსვლელობა შეფასება რეფლექსია და პროცედურები | I აქტივობა: გაკვეთილი იწყება მოსწავლეებისათვის ცნობილი ქანდაკების მაკეტის ჩვენებით, ხდება მისი ვიზუალური დათვალიერება ყველა მხრიდან და დგინდება მრგვალი ქანდაკების თვისება, შემდგომ მოსწავლეები იხსენებენ ხელოვნების სხვა დარგებსაც და მოსწავლეთა ჩართულობით იქმნება ასოციაციური რუკა. (10 წუთი) II აქტოვობა: ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ქანდაკების ნიმუშებს და მსჯელობენ თიოეული მათგანის ვიზუალურ მხარეზე. ასევე მსჯელობენ თუ რა მასალით შეიძლება იყოს შექმნილი თითოეული ქანდაკება (თიხა, ქვა, ლითონი, თაბაშირი). შემდეგ ხდება სლაიდ შოუს პრეზენტაცია. (8 წუთი) III აქტივობა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, ქმნიან ქანდაკების პატარა ნიმუშებს (შემოიფარგლებიან ცხოველების ძერწვით, ცდილობენ სახასიათო ნიშნების გამოკვეთას). გამოძერწილი ფიგურებით ჯგუფები ქმნიან მარტივ კომპოზიციებს. (20 წუთი) IV აქტივობა: ათვალიერებენ ნამუშევრებს, შემდეგ კი უსმენენ ერთმანეთს, საუბრობენ საკუთარ ჩანაფიქრზე, სახასიათო ნიშნებზე, შეიძლება თუ არა ამ ნამუშევრის ნამდვილ ცხოველებთან მიმსგავსება და ა.შ. (7 წუთი) როგორ შეასრულეს სამუშაო, ესტეთიკური მხარე, მსაგვსება, ჩართულობა, თანამშრომლობა სამუშაო პროცესში და ორგანიზება. |
მოსწავლის ნამუშევრები
.jpg)


.jpg)


20.09.2014 გაკვეთილის თემა ჩემი გაზაფხული.
Комментариев нет:
Отправить комментарий